„ჩვენ თუ ისევ ქარიზმატულ ლიდერს ვეძებთ, როგორც წინა წლებში იყო, შეიძლება დღეს ამის საჭიროება აღარც იყოს და ოპოზიცია შეჯერდეს კონსენსუალურ ფიგურაზე, რომელიც არ იქნება ავტოკარტი, ერთპიროვნულად არ იღებდეს გადაწყვტილებებს და იქნება პირველი თანასწორთა შორის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მოსაზრებას, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოკვეთილი ლიდერი არყოლაა.
„ოპოზიციის პრობლემა არ არის, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰაყვს. ოპოზიციის პრობლემა არის ნათელი სტარტეგიული ხედვის არქონა. მათ არ იციან კონკრეტულად როგორ ჩართონ საზოგადოება ამ საქმეში. ნაწილი კი უჭერს მხარს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის ჩართულობაა საჭირო. ეს საკითხი აქვთ მოსაფიქრებელი.
„ხელისუფლებაც ამ ვითარებას კარგად იყენებს. ცდილობს როგორმე პროცესი მიაგოროს 25 დეკემბრამდე, რადგან შემდეგ მოდის ახალი წელი და ეს პერიოდი პოლიტიკისთვის მკვდარი სეზონია.
„რაც შეეხება ერთიანი ლიდერის საკითხს, დღეს ოპოზიციაში ბევრი ლიდერია და საქმე ამ მხრივ ცოტა რთულად არის. თუ ჩვენ ისევ ქარიზმატულ ლიდერს ვეძებთ, როგორც წინათ იყო, შეიძლება დღეს ასეთი ლიდერის საჭიროება აღარც იყოს და ოპოზიცია შეჯერდეს კონსენსუალურ ფიგურაზე, რომელიც არ იქნება ავტოკრატი, ერთპიროვნულად არ იღებს გადაწვეტილებებს და იქნება პირველი თანასწორთა შორის.
„შეიძლება დღეს აქტიურობით არ გამოირჩევა, ჩრდილშია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის რიგებში ასეთი ფიგურა მოიძებნება. თუნდაც გიგი წერეთელი, რომელიც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. შეიძლება იყოს ტექნიკური ფიგურაც, მაგალითად პროფესიით ეკონომისტი, როგორიც იყო თავის დროზე "ოცნების" ხელისუფლებაში კვირიკაშვილი. ან სულაც, შეირჩეს სამოქალაქო საზოგადოებიდან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.