
ე.წ. შავი პარასკევი ახლოვდება. 29 ნოემბერს და მომდევნო დღეებში მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მაღაზია და ბრენდი გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავზობს. თუმცა, არის პროდუქცია, რომლის ყიდვასაც სფეროს ანალიტიკოსები არ გვირჩევენ. კერძოდ, ექსპერტების თქმით, არსებობს ექვსი სექტორი, რომელში შემავალი პროდუქციაც, როგორც წესი, არც ისე ხელსაყრელ ფასად იყიდება ე.წ შავი პარასკევის დროს. ესენია:
ყველაფერი რაც ჯანმრთელობას და ფიტნესს უკავშირდება - მათ შორის სავარჯიშო აღჭურვილობა, სპორტული ფეხსაცმელები და სპორტსმენების სამოსი. მათი ყიდვა ყოველთვის წლის დასაწყისში სჯობს.
თეთრეული - იანვარი საუკეთესო პერიოდია მსგავსი სახის პროდუქციის საყიდლად. ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ, ამჯერად მათი შეძენისგან თავი შევიკავოთ.
საოჯახო ტექნიკა - როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფასები საოჯახო ტექნიკაზე ნოემბრის ბოლოს ყოველთვის უფრო მეტია.
ავეჯი - წინასაშობაო პერიოდში, როგორ წესი, ავეჯი ნაკლებად იყიდება, ვინაიდან ავეჯს საჩუქრად თითქმის არავინ ყიდულობს, ამიტომაც ფასებიც არც ისე ხელსაყრელია ამ პერიოდისთვის.
სათამაშოები - „თუ საუკეთესო შეთავაზება გსურთ მიიღოთ, ჩვენი კვლევა გვეუბნება, რომ სათამაშოები ყველაზე იაფი შობამდე ორი კვირით ადრეა, თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სათამაშო, რომელიც თქვენ გსურთ, შესაძლოა, აღნიშნული პერიოდისთვის უკვე გაყიდული იყოს“, - წერს სპეციალისტი სარა სკირბოლი.
ბოლო გამოშვების სმარტფონები - ახალ მოდელებს როგორც წესი, ფასდაკლება ე.წ. შავი პარასკევის პერიოდში არ აქვთ. ვინაიდან ბრენდები ცდილობენ შეინარჩუნონ ფასთა სხვაობები მოდელებს შორის.
(ბიემ.ჯი)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე