ია აბულაშვილი
26.11.2019

 „ძნელია პროგნოზის გაკეთება, რას იტყვის ივანიშვილი. არ გამვრიცხავ, რომ ერთ-ერთი ვარიანტი იყოს ვადამდელი არჩევნები, ან სულაც თქვას - მე წავედი პოლიტიკიდან და რაც გინდათ ის გიქნიათო“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებელ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას.

ამ ინფორმაციას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. 

„მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტელევიზიით ივანიშივილმა ინტერვიუთი უნდა მოგვმართოს. საინტერესოა, რას იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არ არის ადეკვატური და თუ რამეს იტყვის, კიდევ უფრო მეტ ბზარს გამოიწვევს ხალხში“, - ამბობს ნიკა მელია.

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა თქვას ივანიშვილმა, რადგან ძალიან რთული ვითარებაა და ეს სიტუაცია არ ჩაწყნარდება. უკან დასახევი გზა არ აქვს - დაუბრუნდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებს აგებს. ასევე ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება მისი ბიუროკრატიისთვის, სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოეშლება.  

„გერმანული მოდელი შეიძლება არ აწყობდეს, ამიტომ, არის არჩევანის წინაშე - ან ვადამდელი არჩევნები, ან არასტაბილური ვითარება. 

„ივანიშვილს რომ პოლიტიკა არ აინტერესებს და იძულებით მოვიდა პოლიტიკაში, ეს ყველამ იცის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ თქვას - წავედი პოლიტიკიდან და რაც გინდათ ის გიქნიათო.  ან თქვას - ვადამდელი არჩევნები იქნება, მაგრამ მე მაინც მივდივარ პოლიტიკიდანო.  

„მოკლედ, ბევრი ვარიანტები შეიძლება იყოს. მაგალითად, ხელისუფლება გადააბაროს გახარიას და ვადამდელი არჩევნებიც გამოაცხადოს. მაშინ გახარია რჩება პირველ პირად, მაგრამ ივანიშვილის წასვლა ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა დაიშალება, აბა, ხუნდაძე ხომ  არ იბრძოლებს...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×