„2003 წლის მოვლენებთან მსგავსება არის, მაგრამ ეს არ არის სრული ანალოგი. მაშინაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ არჩევნების გაყალბების ხარისხი იყო ძალიან მაღალი - ანუ ტყუილი. ახლაც იყო ტყუილი, საქვეყნოდ, საერთაშორისო მასშტაბით შეპირებაზე უარის თქმა“, - ასეთ აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ხმალაძე მოვლენებს, რომელიც პარალმენტის წინ ვითარდება.
„2003 წლის მოვლენებთან მსგავსება, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს არ არის სრული ანალოგი. მაშინაც საზოგადოების აღშფოთება გამიწვია იმან, რომ არჩევნების გაყალბების ხარისხი იყო ძალიან მაღალი, რასაც მოჰყვა არჩევნების ნაწილის ბათილად ცნობა, პრეზიდენტის გადადგომა, ხელახალი არჩევნების ჩატარება, ამან გამოიწვია ხელისუფლების შეცვლა. ანუ, იყო ტყუილი. ახლა მსგავსი ის გახლავთ, რომ განმეორდა ტყუილი - საქვეყნოდ, საერთაშორისო მასშტაბით შეპირებაზე უარის თქმა.
„მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დღეს არის და მაშინ არ იყო, 2003 წელს აპროტესტებდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია და მათი მხარდამჭერები. დღეს ყველა პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, აპროტესტებს და მოითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას და აპროტესტებს ამ ტყუილს. ამ თვალსაზრისით დღევანდელი პროტეტსი არის უფრო წონიანი.
„პოლიტიკაში სიმართლეს ძალიან დიდი ფასი აქვს, ტყუილის მთქმელი კი მძიმედ ისჯება. თუ მმართველი პოლიტიკური ძალა და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, რისი მზაობაც მმართველი პოლიტიკური ძალისგან არ ჩანს, და ასე გაგარძელდა, გამიჭირდება თქმა როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ სცენარი რომ კარგი არავისთვის იქნება, მათ შორის არც „ოცნებისთვის“, ეს შემიძლია ვთქვა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.