„როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნებისმიერ შენს ნაბიჯს საზოგადოება ლუპით აკვირდება. მაგრამ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს ძალიანაც არ ანაღვლებს რას ფიქრობს საზოგადოება მასზე“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პრეზტიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტუმრობას სალობიეში.
„ცოტა გასაკვირია რატომ გამოიწვია ამხელა ყურადღება. ნეისმიერ ადამიანს, გინდ ეს პრეზიდენტი იყოს, აქვს უფლება სამსახურის შემდეგ წავიდეს სადაც უნდა. მაგრამ არის მეორე მომენტიც - როდესაც პრეზტიდენტი ხარ, შენს ნაბიჯს საზოგადოება ლუპით აკვირდება. ამ შემთხვევაში კი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავს შორს იჭერს დღეს არსებული სიტუაციიდან, სწორედ ამ სივრცეში აღმოჩნდა, სადაც ეს მოვლნები ხდება.
„როგორც ჩანს, ზურაბიშვილს დიდად არ ანაღვლებს რას ფიქრობს საზოგადოება მასზე და არც თავის იმიჯზე ზრუნავს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ არჩილ გამზარდიამ.