თამთა ჩაჩანიძე
27.11.2019

 პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მისი მინიშნება „ქართული ოცნების" მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებასა და შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე მხოლოდ მის ვარაუდს ემყარებოდა და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ასეთი განმარტება დეპუტატმა „რეზონანსთან" საუბრისას გააკეთა.

ლევან გოგიჩაიშვილმა სამშაბათს პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომის დატოვებისას ჟურნალისტებთან შემდეგი რა განაცხადა: „ახლა გამოვედი, მაგრამ თუ დავინახე, რომ სპეციალურად აგდებენ ბიუჯეტს, რომ რიგგარეშე ჩატარდეს, შეიძლება შევიდე და მხარი დავუჭირო ბიუჯეტს, რომ არ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები".

„რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდი იყო.

„მე ამას ვმსჯელობ, დარწმუნებით კი არ ვლაპარაკობ. თუ „ქართულ ოცნებას" აქვს გეგმაში ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ ბიუჯეტის ჩაგდებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგ მთავრობის მხრიდან ნდობაზე მომართვიანობა და ეს შესაძლოა გახდეს პარლამენტის დათხოვნის საფუძველი პრეზიდენტის მხრიდან.

„მე ამის საფუძველი არ მაქვს, მე ვივარაუდე, იმ შემთხვევაში თუ ეს უნდათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია, ვნახოთ", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×