ია აბულაშვილი
27.11.2019

 „ბიძინა კარგს რომ არაფერს იტყვის, ვიცი, ისევ იმას, რა ინსტრუქციაც მისცა კალაძეს და ბურძგლას, რა ქვია... კობახიძეს - დაწყნარდით, ისევ ჩვენ უნდა ვიყოთო და ისევ დაძაბავს სიტუაციას,“ - ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვტილებას, ტელეეთერით მიმართოს მოსახლეობას.

ცნობისთვის, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტის ჩაგდების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბავს ღამის 10 საათზე პირველად მიმართავს მოსახლებას.

„მგონია გადმოიხედა ფანჯრიდან და დაინახა ქუჩაში შეკრებილი ამდენი ხალხი და იფიქრა რამეს ვიტყვიო, მაგრამ კარგს რომ არაფერს იტყვის ბიძინა, ვიცი, ისევ იმას, რა ინსტრუქციაც მისცა კალაძეს და ბურძგლას, რა ქვია... კობახიძეს - დაწყნარდით, ისევ ჩვენ უნდა მოვიდეთო. 

ნეტა ისეთი რამე თქვას, რომ მეც დავისვენო. 1988 წელს პირველად დავდექი ჯაბას გამართულ აქციაზე და ამის შემდეგ სულ აქციებზე ვარ, დავიღალე, მაგრამ  ვინც მოვიდა ხელისუფლებაში არავინ თავისით არ მიდის, ყველა ამბობს ჩვენ უნდა ვიყოთო, ბაგარტიონების დინსტია დაიბრუნეს თუ რა.

„ვინ დაწყევლა ეს ქვეყანა არ ვიცი. გერმანიის კანცლერმა ჰელმუდ კოლმა გერმანია გააერთიანა, მეტი რა უნდა გაეკეთებინა ხალხისთვის, მაგრამ მერე ფეხები კი არ გაუსავსავებია, სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიყო ქვეყნის სათავეშიო. 

„ამათმა რა გაგვიკეთეს? - სიღარიბე, უმუშევრობა, აგერ 108 სოფელში პირველ კლასში მოსწავლე არ შესულა და მაინც იძახის, მე უნდა ვიყოო. ამ გამოსვლით ბიძინა, უფრო დაძაბავს სიტუაციას, ვიდრე ახლა არის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გოგი წულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×