ელზა პაპოშვილი
28.11.2019

 მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - რა მოხდა კუმისის ტბასთან. სოფელ კუმისში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ და სასწრაფოდ დამნაშავის დადგენას ითხოვენ.

41 წლის მანუჩარ ცეცხლაძე მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა და სახლი დაიწვა. ცეცხლაძის ოჯახის წევრების მტკიცებით, შემთხვევის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს და მანუჩარის გარდაცვალების თაობაზე ორი დღის განმავლობაში არაფერი იცოდნენ.

მანუჩარ ცეცხლაძის ახლობლები გამოძიების ვერსიას არ იზიარებენ და ფიქრობენ რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, ხოლო კვალის დასაფარად ცეცხლი გააჩინეს. მათი თქმით, გარდაცვლილს ჯიბეში 700 ლარი და ასევე 2000 ლარიანი ტელეფონი ჰქონდა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის შეკამათების დროს შემოაკვდათ, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი გაუჩინეს. ოჯახი ითხოვს დადგინდეს, ხანძრის გაჩენის დროს სად იყო სახლის მეპატრონე და იმ ბინაში მანუჩარ ცეცხლაძე მარტო რატომ იყო.

ცეცხლაძე ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს მკვიდრი იყო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილის დედა გულიკო ცეცხლაძე აცხადებს, რომ სახლში, სადაც მისი გარდაცვლილი შვილის ცხედარი იპოვეს, ხანძრის გაჩენა ხელოვნურად მოხდა. ამბობს, რომ მისი შვილი ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილი იყო და ამის შესახებ მათ ინფორმაცია პოლიციამაც არ მიაწოდა. ცეცხლაძე აცხადებს, რომ მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. გარდაცვლილს ჯიბეში 700 ლარი და 2000 ლარიანი ტელეფონი ჰქონდა. ხოლო არც ფული არც ტელეფონი აღარ ჩანს.

„ჩემი შვილი თურმე ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილი იყო, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. მიგვიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე და არავინ არაფერს გვეუბდნებოდა. გვიპასუხოს სახლის პატრონმა, სადაც ჩემი შვილი მკვადი იპოვეს, სად იყო იმ დროს, როდესაც ხანძარი გაჩნდა. ჯიბეში ვიცი, რომ ჰქონდათ 700 ლარი და 2000 ლარიანი ტელეფონი, მაგრამ არაფერი აღარ ჩანს. კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა. ეჭვი მაქვს, რომ შვილი მომიკლეს და ამის შემდეგ კვალის გასაქრობად, სახლს ხანძარი წაუკიდეს, რადგანაც კვალის გაქრობა მომხდარიყო",-აცახდებს ცეცხლაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×