თამთა ჩაჩანიძე
28.11.2019

 „გუშინდელი ინტერვიუ მოცულობითი , ინფორმაციული, გეგმიერი და არსობრივად ჩამოყალიბებული იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან"„ქართული ოცნების" დეპუტატი კობა კობალაძე, 27 ნოებმერს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი ინტერვიუს დროს გულწრფელი იყო და არ თამაშობდა.

„თუ ვინმემ ინტერვიუდან არ მოისმინა ის, რაც თვითონ არ აწყობდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული ხედვები და პოზიცია რეალობას მოკლებული იყო. მის საუბარში გაკეთებული აქცენტები პოლიტიკური სპექტრის მოუმზადებლობაზე, ისტერიკაზე, კონკრეტულ ვალდებულებებზე და აუცილებლობებზე, რომ ეკონომიკური მიმართულება ქვეყანაში წამოსაწევია, სრულიად სწორი იყო.

„ვინმესთვის ილუზიაა ხომ არაა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საპატრონოა და ბოლომდე უნდა ვიღვაწოთ და ჩვენი შვილები გავზარდოთ, ამაზეა ბიძინა ივანიშვილის აქცენტი სხვაზე არაფერზე.

„ივანიშვილის თითოეული ინტერვიუ და ხედვა გულწრფელობაში გამოიხატება იმიტომ, რომ ადამიანი აბსოლუტურად არ თამაშობს და გულწრფელად საუბრობს, იმ ხედვებზე ვალდებულებებზე და იმ პრინციპებზე, რაც მას გააჩნია, ეს ჩემი აზრით დასაძრახი არაა და საკმაოდ კარგი თვისებაა, ივანიშვილს არც ის არ დაუმალავს, რომ პროპორციული არჩევნების მიმართ მისი ხედვა პოზიტიური იყო."

კობალაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ამერიკის მიმართ განცხადებაში მოქალაქეობრივი აზრი გამოხატა.

„ივანიშვილმა თქვა ის, რომ რეალურად ამერიკის მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოკითხვას აწარმოებენ და ეს გამოკითხვები კი დიამეტრულად განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელის ერშია, ამის დასტური არჩევნებია. მან აზრი გამოხატა, როგორც ამ ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, გულშემატკივარმა და პასუხისმგებელმა ადამიანმა. ის, რომ გარკვეულწილად იმ სახელმწიფოს ხელისუფლებას მიმართოს, რომლის მოქალაქეების გადასახადებითაც ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ჩვენ ყველაფერს სახელმწიფოებრივი რაკურსით ვუყურებთ და არა ისტერიით.

„გარკვეულ ეპიზოდებზე ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და გარკვეული აზრი, მათ შორის იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სიით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამავე დროს ჩვენ რაიონებში ამომრჩევლებთან ვიარეთ, ადამიანების განცდა და მოთხოვნა აბსოლუტრად განსხვავდება.

„ივანიშვილისგან საკმაოდ ნიშანდობლივი იყო სამშობლოს და სახელმწიფოს განმარტება, რაც ყველას საკმაოდ საინტერესო რაკურსით დაგვანახა, სამშობლო ის შეგრძნებაა, რომელსაც თითოეული ვატარებთ, სახელმწიფო კი ამ შეგრძნებას უზრუნველყოფს და იცავს, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც არც სამშობლოს შეგრძნება აქვთ და სახელმწიფოებრივობის მართვა მხოლოდ მაშინ მიაჩნიათ, როდესაც თვითონ მართავენ.არჩევნები კარზე გვაქვს მომდგარი,მათ არჩევებზე იმიტიმ არ უნდათ მისვლა, რომ მათ კიდევ ერთი პოლიტიკური კრახი ელით, ამიტომაც არ უნდათ, რომ ისტერიის გარეშე მივიდნენ არჩევნებამდე.

„მინდა ბოლო მოვლენებს გამოვეხმაურო, ამ დღეებში ჩვენს სამართალდამცავებს ვუყურებ და სიამაყით ვარ განწყობილი ამ ბიჭების შემართებისა და უდიდესი მოთმინების მიმართ, თითოეული მათკენ გაქნეული ხელი, ეს ხომ რეალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, კონკრეტული ბირთვი არეულობის შემოტანას ცდილობს, მეშინია, რომ საზოგადოებამ, რომელიც ამ ყველაფრის მაყურებელია, ერთხელ და სამუდამოდ არ ჩაიქნიოს ყველაფერზე ხელი და ამათ თითოეულს თავისი ადგილი არ მიუჩნოს,იმიტომ, რომ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ დღეშია," - განაცხადა კობალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×