ია აბულაშვილი
28.11.2019

 "ხელისუფლება თუ იმის იმედზე არის, რომ პარლამენტს მომიტინგეებისგან ყოველღდე გაწმენდს და ეს შედეგს მოიტანს, ძალიან ცდება, რადგან პროცესი არ გაჩერდება. ქართველი ხალხის ხასიათს და 30-წლიან პოლიტიკურ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ხალხის აფეთქების სრულიად მოულოდნელი საბაბი გაჩნდეს," - ასე აფასებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

"პოლიტიკოსს ანადგურებს საკუთარი თავის გადაფასება და თვითჰიპნოზის ქვეშ აღმოჩენა, როცა მიგაჩნია, რომ შენ თუ არ იქნები, ხალხი დაიღუპება. რეალურ პოლიტიკაში მესიანისტურ პოზიციებს პერსპექტივა არა აქვს და "ოცნებამ" რომ შეწყვიტოს არსებობა და საერთოდ გაქრეს, ამით ქვეყანა არ დაინგრევა. ვფიქრობ, "ოცნება" აჭარბებს საკუთარი თავის შეფასებებში.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლება თუ იმის იმედზეა, რომ ყველდღე მომიტინგეებისგან გაწმენს პარლამენტს და ამით საქმეს ეშველება, ძალიან ცდება, რადგან პროცესი არ გაჩერდება. პოლიტიკური პრიმიტივიზმია სიტუაციის მხოლოდ "ნაციონალებზე" და "ევროპულ საქართველოზე" დაყვანა, რადგან ნეგატიური მუხტი ძალიან მაღალია და ეს თავად "ოცნების" დამსახუოებაა.

ვინ წავა და ვინ დარჩება, ამას გადაწყვეტს ხალხი. თუ ქართველი ხალხის ხასიათს და 30-წლიან პოლიტიკურ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ხალხის აფეთქების სრულიად მოულოდნელი საბაბი შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს კი ნუ ითვლიან, ჯიუტად თუ გააგრძელებენ გზას, ხვალ შეიძლება 50 ათასი კაცი მივიდეს. ამიტომ მთავარია შედგეს პოლიტიკური დიალოგი და მოხდეს შეთანხმება თამაშის წესებზე. მაგრამ ქართულ პოლიტიკას შტრეიხბეკერები არასდროს აკლდა და არც დღეს აკლია, რომ ფარული ურთიერთობები არსებობდეს ხელისუფლებასთან," - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×