ია აბულაშვილი
28.11.2019

 "ბიძინა ივანიშვილი დღეს ნარკოზის ქვეშაა და თვითონაც ვერ აცნობიერებს რა შარში გაჰყო თავი. წითელი, რომელიც 14 ნოემბრის შემდეგ აენთო, ასე არ დამთავრდება. ჩვენი პარტია, "ნაცონალებთან" არც გაერთიანებას აპირებს და არც ბლოკების შექმნას. ივანიშვილის წინაღმდეგ, სხვა პარტიებთან ერთად მეორე ფრონტს გავხსნით" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საპროტეტსო აქციებს, რომელიც პარლამენტის წინ იმართება.

"პირადად მე სულ სხვა სცენარს ველოდი და ჩემი შეცდომა იყო ის, რომ ვუშვებდი, თუ პროპორციული სასტემა ჩავარდებოდა, ამას "ნაციონალები" გააკეთებდნენ, მაგრამ მოხდა საპირისპირო, თვითონ "ოცნებამ" ჩააგდო. ქუჩის აქციებიც და მიშას ხელისუფლებაში დაბრუნების დიდი ალბათობა, თავად "ოცნებამ" გაიჩალიჩა. ქვეყანა რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, ვერც სააკაშვილი და ვერც ივანიშვილი ერთპარტიული მმართველი ვერ გახდებოდა.

რაც არ უნდა იძახოს ივანიშვილმა, რომ 2020 წლის არჩევნებში "ოცნება" 50-60%-ს აიღებს, ასე ვერ მოხდება. დიდი ოპტიმიზმის საფუძველზეც კი 40%-საც ვერ აიღებს. შეიძლება მანდატები მოიპოვოს, მაგრამ ამას მოჰყვება მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა ექნება. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი დღესვე დატოვებს ხელისუფლებას, მაგრამ ერთწლიან კომბინაცია რომელიც მან დაგეგმა, არ გამოვა. ჩვენ ყველა პარტიასთან ერთად დღეს ვაპროტესტებთ პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალებთან" გავერთიანდებით ან ბლოკებს შევქმნით. ჩვენი პარტია სხვა პარტიებთან ერთად, და საქართველოში ასეთი ბევრი პარტიაა, ივანიშვილის წინაღმდეგ მეორე ფორნტს გავხსნით.

დღეს ივანიშვილი არის ნარკოზის ქვეშ და ფიქრობს, რომ მხოლოდ "ნაციონალები" არის პრობლემა. მაგრამ არ იცის, რომ ძალიან დიდი მასა ემატება პროტესტს და ვერ ხვდება რა შარში გაჰყო თავი. 14 ნოემბრის შემდეგ წითელი, რომელიც აენთო ასე არ დამთავრდება. რომც მოინდომოს რაღაც დათმობაზე წასვლა, უკვე გვიანი იქნება, ამ მართვის სიტილისთვის ძვირი საფასურის გადახდა მოუწევს, შეიძლება იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს და როსტოვში სამხედრო ბაზაზე მისი მეზობელიც გახდეს. მინდა გითხრათ, რომ გულით მეცოდება"- განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×