რეზონანსი
28.11.2019

ციმბირში იპოვეს გაყინული ლეკვი, რომელიც 18 ათასი წლის არის, ახლა მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ მგელია თუ ძაღლი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცხოველი ორი თვის იყო როცა მოკვდა. ციმბირში არსებული ძლიერი ყინვის შედეგად კი მისი ბეწვი, კბილები და სხეული იდეალურად არის შემონახული. დნმ-ის ტესტით ჯერჯერობით ვერ დადგინდა რომელ სახეობას განეკუთვნება ცხოველი.

მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ვარაუდობს, რომ აღმოჩენილი ცხოველი ყველაზე ასაკოვანი ძაღლი შეიძლება იყოს რაც კი აქამდე უპოვიათ. კვლევა, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ შინაური ცხოველი დაახლოებით 20 000 - 40 000 წლის წინ გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×