მსახიობი ქეთევან კიკნაძე მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ორგანიზატორებზე წერს.
“ძალიან გათავხედებული არიან. ვინ არის ეს ჩაფხუტიანი, რომ პრეზიდენტი წარდგეს და მას ელაპარაკოს, ეს თავხედი. დემოკრატია არ ნიშნავს უზრდელობას, რასაც მინდა იმას ვიტყვი. აი, მაგათი დემოკრატია. ფულზე გაყიდული ახალგაზრდობა, რა სავალალოა, ეს დანერგა სააკაშვილმა. ჩვენ პოლიციური ქვეყანა უნდა გავხდეთ და არა დემოკრატიული. თავზე უნდა გადაგიარონ და შენ კი პასუხი არ უნდა გასცე თურმე.
დემოკრატია, პირველ რიგში, კანონის უზენაესობაა, ჩვენ ქვეყანაში კი, პირველ რიგში, ხელისუფლება არ იცავს კანონებს და ამათ რა უნდა გაიგონ ვინ ხარ, საიდან ხარ, რა გინდა... გახრწნილობასაც აქვს საზღვარი. ისე, როგორც თავხედობას. მტერს არ მოახრჩობ და ის მოგახრჩობს, ეს კი ჭეშმარიტებაა. მორჩა”, – წერს ქეთევან კიკნაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე