რეზონანსი
29.11.2019

(რეზონანსი) ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს;

"ვერ მომინელებია, რომ ეს მძორი ასე თავხედურად ეუბნება ხალხს, წადით, თქვენი ადგილი აქ არ არისო. მერე და ვინ წავა?! ახალგაზრდები, ძალ-ღონით სავსენი, ქვეყნის სიმდიდრის შექმნის უნარიანები. მომავალი თაობის მამები და დედები. დარჩებიან უძლურები, მოხუცები, ავადმყოფები. ისინი კი მალე საერთოდ წავლენ ამ ქვეყნიდან.

მაინტერესებს, ვინმეს, ამ ხელისუფლებაში თავმოყრილ ქურებს, არარაობებს, გარეწრებს, ერთი წუთით, ერთი წამით გაუელვათ თავში, გულში, ან თუნდაც ტრაკში სინანულის, სირცხვილის გრძნობამ, თუნდაც უბრალოდ უხერხულობამ, როცა მათ წინ ზის ეს ნეილონისთმიანი პატარა ცახესი და ფაქტიურად საქართველოს მოსპობის გეგმას აცნობს.

საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვი არასოდეს იქნება ქართველი. შეგიძლიათ ასწავლოთ "სულიკოს საფლავს ვეძებდი", თუნდაც "ქართველო ხელი ხმას იკარ" (მეცინება ამ სიტყვებზე), ან თუნდაც რაიმე დიმპიტაური-დამპიტაური ქართული ცეკვები - ისინი არასოდეს იქნებიან ქართველები. ამის იმედი ნურავის გექნებათ.

იმ ქართვლებიდან კი, ვინც უკვე ემიგრაციაშია, შესაძლოა მხოლოდ 0.00001% დაბრუნდეს. ან ეხლა, ან აღარასოდეს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×