თამთა ჩაჩანიძე
29.11.2019

 „ასე არ ყოფილა, რომ თითქოს ვიღაცას დავემალეთ. ოპოზიციას თუ უნდა, რომ ასეთი ამბავი შეკეროს, ასეთი სურათი აბსოლუტურად მიზანშეუწონელია. იმიტომ, რომ იყო საქმე და ამიტომ მოვედით ცხრაზე" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირებამდე, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების" დეპუტატების დილით ადრე მისვლას.

მისივე თქმით, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილით იმიტომ მივიდნენ, რომ საქმე იყო და არა იმიტომ, რომ პიკეტირებას მორიდებოდნენ.

„09:00 საათზე დაინიშნა უმრავლესობის სხდომა, 10:00 საათზე კომიტეტები იყო, ამდენად ცხრა საათზე მისვლა მომიწია, თორემ მე არ ვაპირებდი.

„შემატყობინეს, რომ ცხრაზე არის უმრავლესობის სხდომა და ახლა 12:00-ზე იწყება სესია.

„ადრე იმიტომ გადაწყვიტა უმრავლესობამ პარლამენტში მისვლა, რომ ცხრაზე დაინიშნა სხდომა. ასე რომ ბუნებრივია, ერთი საათი მაინც ხომ უნდოდა უმრავლესობის შეხვედრას და ამ თადარიგის გამო, დაინიშნა ადრე. ასე არ ყოფილა, რომ თითქოს ვიღაცას დავემალეთ. ოპოზიციას თუ უნდა, რომ ასეთი ამბავი შეკეროს, ასეთი სურათი აბსოლუტურად მიზანშეუწონელია იმიტომ, რომ იყო საქმე და ამიტომ მოვედით ცხრაზე

„პიკეტირებას რატომ უნდა მოროდებოდნენ, გუშინაც ხდებოდა, გუშინწინაც, მაგრამ სესიები გრძელდება, ოპოზიციის მთლიანი ქმედება უკვე კომედიაში გადავიდა, კომიკური პერსონაჟები ხდებიან და მაგაში არ ავყვებით, რომ ჩვენც იგივე ჯანრში გადავიდეთ, რაც საქმე იყო ის გავაკეთეთ. „-განაცხადა ქანთარიამ.

ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები პარლამენტის მორიგი პიკეტირების მიზნით საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დეპუტატები საკანონმდებლო ოგანოში მანამდე შევიდნენ.

უმრავლესობის წევრების ნაწილი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×