
(რეზონანსი) "ეს უგზოუკვლო აფერისტი არ ჩერდება", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ განცხადებებს.
„უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკოსები ხალხის ზურგს უკან ვეღარაფერს ვეღარ გაინაწილებენ საქართველოში, დამთავრდა ეგ ეპოქა, 21-ე საუკუნეში სულ უფრო დემოკრატიული პროცესები მიდის და ივანიშვილი ამის პირისპირ რომ მიდის, ამიტომ არის ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. შევწყვიტოთ წინასწარ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა. წინასწარ იმის განაწილება, რაც ჯერ ხელში არ გვიჭირავს, ივანიშვილი ახლოს არის დასრულებასთან, მაგრამ ჯერ კიდევ რთული ბრძოლა გველის წინ...ოღონდ ესენი წავიდნენ და მე ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძეს, ვინც უნდა ის მოვიდეს, მერე უკვე ხალხი გადაწყვეტს, ვის აირჩევს, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნება პრეცედენტი, რომ ეს გათავხადებული ქართველების მოძულე ოლიგარქი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.",- თქვა სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ჩართვისას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე