თამარ შუკვანი
29.11.2019

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტთან მიმდინარე საპტროტესტო აქციის შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული სურათი 2002-2003 წლის მოვლენებს ემსგავსება, რაც თავად ოპოზოციისთვის არის წამგებიანი.

„პიკეტირების უფლება, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ბლოკირებას. შესაბამისად, აქციის მონაწილეებმა ამაზე უნდა იზრუნონ. პიკეტირებისას უნდა დატოვონ კორიდორი, სირცხვილის დერეფნები გააკეთონ და (პარლამენტარები) შენობაში შევიდნენ. ამას ხელისუფლებამ რამე კუდები რომ არ მოაბას.

„ოპოზიცია უნდა ეცადოს, დღევანდელი პიკეტირება და აქციები 2002-2003 წლის აქციებს არ დაამსგავსოს. ეს არის დღეს ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ჯერჯერობით იგივეს იმეორებს, რასაც აკეთებდა მაშინ. ეს არა მთავრობის პრობლემა, არამედ ამომრჩევლის პრობლემაა და ამას ოპოზიცია უნდა მიხვდეს. თუ მიხვდებიან კარგია, თუ არა და გააგრძელებენ. თუ აქვთ საშუალება, თავიანთი სტრატეგია და გეგმა უნდა ააგონ ისე, რომ მათ რესურსებს შეესაბამებოდეს.

„პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს, შემდეგ შესვენება იქნება და თებერვალში მუშაობას გააგრძელებს. ოპოზიციამ უნდა გათვალოს თავისი შესაძლებლობები. სასურველია თუ ეს პიკეტი არ გადავა ძიძგილაობაში. ოპოზიციისათვის უკეთესი იქნება, განსაკუთრებით იმ ოპოზიციისთვის, ვინც აქტიურობს," - ამბობს ძაბირაძე.

რუსთაველის გამზრიზე კვლავ ხმაურია; ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს. ოპოზიციის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყვნენ „ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი, რომელიც ამ დროისთვის უკვე გათავისუფლეს და აქციაზე დაბრუნდნენ.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, სამართალდამცავებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან განარიდეს. მისივე ინფორმაციით, მათი პარტიის სამი წევრი სამართალდამცავებმა კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. გიგი უგულავა ამბობს, რომ ის სამართალდამცველებმა ავლაბრის მეტროსთან ჩამოსვეს. უგულავას ბიბლიოთეკასთან შეხვლა-შემოხლის დროს სამართალდამცავებმა პიკაჯი დაუხიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×