„პარლამენტში „ქართული ოცნების" დეპუტატები დილაუთენია მივიდნენ, რომ სირცხვილის კოლიდორში არ გაევლოთ, როდემდე მივლენ?"- ასე აფასებს „რეზონანსთან" პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, „ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომლებიც დღეს პარლამენტის პიკეტირებამდე შენობაში დილით ადრე მივიდნენ.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამეტში სხვადასხვა ფორმით შესვლის გამო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი.
„პარლამენტში „ქართული ოცნების" დეპუტატები დილაუთენია მივიდნენ, რომ სირცხვილის კოლიდორში არ გაევლოთ, როდემდე მივლენ, ერთ შემთხვევაში სპეცრაზმმა შემოიყვანა და იქაურობა წყლის ჭავლით დაარბიეს, მეორე შემთხვევაშიც ასე მოხდა, მესამე შემთხვევაში ფოლადის შიშის კედლები აღმართეს, ახლა დილით შემოიპარნენ.
„ამბობენ, რომ ერთ-ერთ ვერსიად მომავალში საჰაერო ბურთით პარლამენტის ეზოში ჩამოშვება განიხილება, ეს ხუმრობით, მაგრამ შემდეგ რა მეთოდებს მიმართავენ პარლამენტში შემოსვლისას, ვერ მოგახსენებთ, მათ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიდგეს თავი, დღეს იუსტიციის მინისტრი რაღაც პრეზენტაციას მართავდა და როგორი შეხლ- შემოხლა იყო.
„ამ მასშტაბის ტყუილი სერიოზულ პოლიტიკაში არავის არ ჩაუდენია. ივანიშვილმა მოატყუა ყველა, როგორც შინ, ასევე გარეთ, როგორც საგარეო პარტნიორები და საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ჩვენი საზოგადოება, სანამ ხალხი არ დარწმუნდება, რომ ხელისუფლების შეცვლა სამართლიანი არჩევნების გზით შეიძლება და ამ შემთხვევაში ეს პროპორციული არჩევნებია, მანამდე ეს პროცესები გაგრძელდება სამინისტროებთან, კანცელარიასთან, თბილისის მერიასთან, საკრებულოსთან, ასევე ეს პროცესი რაიონებში გადაინაცვლებს.
„თვითონაც ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს მასობრივი პროტესტი, მათაც კარგი გამოცდილება აქვთ, სამი თვე საკნებით რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილი ჰქონდათ , სამი თქვე პარლამენტი არ მუშაობდა და ბიუროს სხდომა ხან ერთ სასტუმროში ჩატარდებოდა, ხან მეორე, წინა ხელისუფლება ხან გასვლით სხდომას მოიმიზეზებდა და ხან კიდევ თბილისის მერიის შენობაში ტარდებოდა იმის გამო, რომ ვითარება არ დაეძაბა და ამათ არა! გინდა თუ არა დეპუტატების შეყვანა წყლის ჭავლებით უნდათ, უნდათ შეყვანა? შევიდნენ, მაგრამ ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება შედეგი მიღწეული," - ამბობს იგი.
კითხვაზე თუ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია დიპკორპუსის თანდასწრებით შეხვდებიან ერთმანეთს, ოპოზიცია რა პირობებს წაუყენებს, მან ეს პასუხი გაგვცა.
„რაღაც დიალოგის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია და თანაც ამბობენ, რომ გერმანული მოდელი უპერსპექტივოაო, ანუ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით იქნება შეხვედრაო, აცხადებს კობახიძე და ეს მოდელი,რომ უპერსპექტივო და არაკონსტიტუციურიაო ამას როგორც კი შევხვდებით ოც წუთში ყველას დავარწმუნებთო, რა აზრი აქვს ამის ჩატარებას, როდესაც წინასწარ გვეუბნებიან, რომ შედეგი ნულოვანი იქნებაო,
„თუ შედგა ასეთი შეხვედრა, შევხვდებით და მოვუსმენთ, მაგრამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, ან პროპორციულზე გადასვლა, ან ფორსირებულად მოახდინონ იმ კანონმდებლობის მიღება, რადგან ამ სესიას კიდევ აქვს შანსი, იმიტომ, რომ ცვლილებების მიღებას ორი საპარლამენტო სესია სჭირდება, ამიტომ თუ აქვთ სურვილი ის, რაც ჩააგდეს, მიიღონ (თუმცა ივანიშვილი ცოცხალი თავით ამაზე არ წავა), ან გერმანული მოდელის ვარიანტი, რომელიც მაინც პროპორციული არჩევნების ნაირსახეობაა და პროპორციულ-მაჟორიტარული დღეს არსებული კონსტიტუციის ჩარჩოებში, მსგავსი კანონი შეიძლება იყოს მიღებული," - აცხადებს გოცირიძე.