თამთა ჩაჩანიძე
29.11.2019

 „მე პარლამეტში ცოტა გვიან მივედი, როდესაც შევდიოდი, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ მინახავს,"- ამის შესახებ „რეზონანსთან" მაჟორიტარ დეპუტატმა და ბიზნესმენმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ამბობს, რომ პარლამენტში მისი მოღვაწეობის განმავლობაში, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ყოველთვის სამარცხვინო ურთიერთობები იყო.

„მე პარლამეტში ცოტა გვიან მივედი, ცოტა დამაგვიანდა პირველის რაღაც წუთები იყო, დილით სხდომას არ ვესწრებოდი, როდესაც შევდიოდი, არანაირი სირცხვილის კორიდორი არ მინახავს, ეს კორიდორები არ მაინტერესებს.

„2003 წლიდან ვარ როგორც დამოუკიდებელი უპარტიო დეპუტატი და დღესაც უპარტიო ვარ. ვმუშაობ პარლამეტში, უკვე 16 წელია პარლამენტში ვარ, როგორც უპარტიო დეპუტატი, პარტიები, მთავრობები მიდიან მოდიან და მე ამას ყველაფერს ვუყურებ, სამარცხვინო პოლიტიკური სპექტრი გვაქვს და სამარცხვინო ურთიერთობებია პოლიტიკოსებს შორის.

„16 წელია პარლამეტში ვარ, ყოველთვის სამარცხვინო ურთიერთობა იყო ოპოზიციას და მთავრობას შორის და ახლაც სამარცხვინო ურთიერთობაა, სამარცხვინო პოლიტიკური სპექტრი გვყავს," - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების პარლამენტის შენობის მორიგი პიკეტირებამდე, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების" დეპუტატების დილით ადრე მივიდნენ.

უმრავლესობის წევრების ნაწილი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×