ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან,რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში,რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა.
რა გითხრა მამი არ ვიცი...
ვფიქრობდი,რომ კაცად გზრდიდით,მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ!
ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ, სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ, ყველა არ აღმოჩნდა ისეთი...
მალადეც მამი!
სწორი არჩევანი გააკეთე!
ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. 2017 წლის 1დეკემბერს დაახლოვებით 14 საათზე სადისტურად იქნა მოკლული მათივე თანატოლების მიერ!!!
ლევან! დათო!
თქვენ დაანახეთ ქვეყანას ღალატი და თქვენ აუხილეთ თვალი ყველა იმ ქართველს, ვისაც სიმართლე სწყურია!!!
თქვენ ახადეთ ფარდა სიცრუეს და ორპირობას!!!
თქვენ გაყავით ბოროტი და კეთილი!!!
თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას, ვინც თქვენს წინაშე იტყუება!!! ისინი უფლის წინაშე იტყუებიან!!!
თქვენ სულს ვენაცვალე ბიჭებო!!!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე