რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) „მთავარი არხის" ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„მეც ძალიან ვბრაზდები თავის სამყაროში რომ ჩარჩა ბერა, გარეთ გამოსახედი ყველა ფანჯარა რომ მიკეტა და მასთან არც 77 ათასი ბავშვი რომ არ შიმშილობს და არც ათიათასობით ადამიანს, რომ არ მოუხსნეს საარსებო მინიმუმი. მის სამყაროში არც მაკო გომურია ცალი თვალით და არც ახალგაზრდების პროტესტის ხმა აღწევს, მაგრამ შვილის სახელზე ქილიკი უკიდურესად ბანძი საქციელია. ამდენი ნეგატივი ახალშობილის ირგვლივ არაფერში წერია", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×