რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქვეყანას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე განცხადებას ის საღამოს, გადაცემაში „მთავარი აქცენტები" გააკეთებს.

„მეგობრებო, დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ "მთავარ აქცენტებს". ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და

აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ", - წერს გვარამია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×