რეზონანსი
01.12.2019

(რეზონანსი) რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ადამიანმა მიიღო. შემთხვევა მე-7-ე მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შუახნის მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ქალი კი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში co-ს გაჟონვის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×