რეზონანსი
02.12.2019

„დიახ, სიკვდილზე ღელვა ეგოიზმია და ადამიანი, ყველაზე დიდი ეგოისტია დედამიწაზე!" - წერდა ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე.

„აი, სულ ახლახანს, რომ გეკითხათ ჩემთვის, რისი მეშინოდა ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ - სიკვდილის. მერე მივხვდი, რომ სიკვდილზე ნერვიულობა ცალსახად - ეგოიზმია! დატირებებიც, ზუსტად ასეთივე ეგოისტური გვაქვს: "მე" რა უნდა ვქნა უშენოდ?! "მე" რა მეშველება შენს გარეშე?! უშენოდ "მე" ვერ გავძლებ! "მე" უშენოდ მოვკვდები! "მე" რა დავაშავე... და ა.შ. საკუთარი ეგო წინა პლანზე და ამით გადაქანცული მიცვალებული. მერე ნელ-ნელა მეგობრებმა დაიწყეს "წასვლა", სული ამეწვა... ხორცების დაგლეჯა მინდოდა... მკვლელის, ლინჩის წესით, მინდოდა დასჯა...ისევ ეგოისტი გავხდი და მივხვდი, რომ თეორიული ცოდნა იმაზე, რომ ეგოიზმია სიკვდილზე ღელვა, პრაქტიკაში ვერ გამოვიყენე.

ერთ რამეში ვერ ვთანხმდებით მე და ღმერთი: ვერ ვპატიობ სამყაროს ისე მოწყობას, რომ დედა, შეიძლება შვილის, სიკვდილს შეესწროს!

არ შეიძლება ამდენი ენერგია, ემოცია, ამდენი დადებითი ენერგეტიკა, ასე უბრალოდ გაქრეს და უცებ გაშავდეს... სანამ, ჯერ კიდევ თენდება, არ დავიღალოთ სიკეთის თესვით, ყოველი საქმის საწყისად სიყვარული ვაქციოთ, რაც შეიძლება მეტ დადებით ემოციას ჩავჭიდოთ ხელი. სხვა ყველაფერი გაქრება, ყველაფერი დაგვეხარჯება, მოგონებების გარდა.

არ მიყვარს დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დედისერთა ეგოისტი ვარ! აბა დაჩი, რომ ახლა ყველაზე კარგადაა, ამაში როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი?!

დიახ, სიკვდილზე ღელვა ეგოიზმია და ადამიანი, ყველაზე დიდი ეგოისტია დედამიწაზე!

დილა მშვიდობის" - წერდა ანა მამულაშვილი.

ანა მამულაშვილი 1 დეკემბერს მელანომას დიაგნოზით გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×