
სიმსივნესთან 6-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ვერაგ დაავადებას ვერ დაამარცხებდა... თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო...
ანი მამულაშვილს ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...
გარდაცვლილ კოლეგას და მეგობარს "ფეისბუქში" მეგობრები იხსენებენ:
"მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია.
"რამდენიმე თვის წინ შემხვდა, გაგვიხარდა ერთმანეთი... დისტანციურად გვმუხტავდა საოცარი პოზიტივით... სიმამაცის, სიკეთისა და სილაღის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა თავის შვილებს და ყველას, ვინც მას ვიცნობდით. ნათელში იყოს ლამაზი ანი..." - წერს გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექტორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ნინო ჭალაგანიძე.
"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე როცა მე მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები.” რა ბევრად უფრო ძლიერი იყო მის ვერაგ დაავადებაზე. და საერთოდ სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე