„ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლსეობაში არ ყოფილა. ამ საკითხს განსაზღვრავს კანონი და რეგლამენტი და ჩვენც ამ გზას მივყვებით“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე მოსაზრებს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამატყუნებული განაჩენი შესაძლოა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლემოსილების შეჩერების მიზეზი გახდეს.
ცნობისთვის, თბილისის საქალქო სასამართლომ ბანკ „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ნიკანორ მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმა, მასვე ორი წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; ზურაბ ადაიშვილს დაუსწრებლად მიესაჯა 5 წლით პატიმრობა და ასევე ორი წლის და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს უფრო გაამწვავებს.
„ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით უმრავლსეობაში მსჯელობა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში მე ასეთ განხილვას არ დავსწრებივარ. ეს არის სრულიად სამარლთებრივი საკითხი და ამას განსაზღვრავს კანონი და რეგლამენტი. თუ საკითხი დადგა, ჯერ საპროცედურო კომიტეტმა უნდა განიხილოს და შემდეგ დადგეს პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ მხრიდან ამ საკითხთან მიმართებაში არანაირ აქტიურობა არ არის. ჩვენ მივყვებით კანონისა და რეგლამენტის გზას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.