ია აბულაშვილი
03.12.2019

 „რადგან არ არის ინვესტორი და მითუმეტეს არ არის კარგი პროექტი, შეიძლება სიტუაცია გადათამაშდეს - შეიქმნას ახალი  პროექტი და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი", - ასე ეხმურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ინფრასტურქუტრის მინისტრის განცხადებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს. მისი თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

„მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მთავრობამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა თავის დროზე, როცა ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა. მივიღეთ ცუდი შედეგი და შესაბამისად, რთული სიტუაცია. 

„ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის საკითხი ერთი სახელმწიფოს ინტერესს და ინფრასტრუქტურას არ მოიცავს, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოექტი და საჭიროა სწორი გადაწყვტილების მიღება.

„რაკი არ არის ინვესტორი და მითუმეტეს, არ არის კარგი პროექტი, შეიძლება სიტუაცია გადათამაშდეს, შეიქმნას ახალი პროექტი და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი. რა თქმა უნდა, ამ პროექტისთვის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან ისეთი თანხები დაიხარჯოს, როგორც ამ ორი წლის განმავლობაში, ტენდერის გამოცხადების შემდეგ იხარჯებოდა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დემურ გიორხელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×