თამარ შუკვანი
03.12.2019

 მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს დასკვა არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზოციის საკანონმდებლო ინიციატივაზე შესაძლოა დადებითი იყოს, დიდი ალბათობით, პარლამენტი მაინც არ მიიღებს ამ რეკომენდაციას. ამის შესახებ „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ აუცილებელი არ არის „რადგან ევროპამ გვითხრა, ასე უნდა მოვიქცეთ."

„ახლა რას გეტყვის ევროპა... არ მიმაჩნია, რომ, რადგან ევროპამ გვითხრა, ასე უნდა მოვიქცეთ. ჩვენ ვიხილავდით რამდენიმე კანონს ენერგეტიკაზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გადმოწერილი იყო ევროპულიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ის უნდა მიგვეღო. ბევრი ცვლილება შევიტანე, რაც მისაღებია საქართველოს კონსტიტუციისთვის. რასაც ევროპა გვეტყვის, რომ ეს გასაკეთებელია, ასე ბრმად ავწიოთ 150-მა კაცმა ხელი და მხარი დავუჭიროთ, ნამდვილად არ იქნება სწორი," - აცხადებს არველაძე.

ცობისათვის, ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველს მიმართავენ თხოვნით, გაუგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს განსახილველად კანონპროექტი არჩევნების „გერმანული მოდელით" ჩატარების შესახებ, რათა ეუთომ საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობა შეამოწმოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×