„ვიდრე პლენარულ სხდომაზე არ დადაგება ეს საკითხი განსახილველად, ძნელია იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა. თუცმა, რა შეფასებებიც არ უნდა გაკეთდეს, გუნდში გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი კობა კობალაძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და უახლოეს დღეები განასახილველად ეუთოს გადაეგზავნება.
„ეს ისტერია, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაიმართა, მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს უიმედობის განცდა და მათი ინტერესები ნამდვილად არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. მათი მხრიდან იერიშს კი შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი განწყობა.
„რაც შეეხება თავად ამ ახალ კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციამ შეიმუშავა, ვიდრე ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე არ დადგება განსახილველად, ძნელია იმის თქმა, რა გადაწყვტილებას მიიღებს უმრავლესობა. თუცმა, ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რა შეფასებებიც არ უნდა გაკეთდეს, ჩვენი გუნდი მიიღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კობა კობალაძემ.