ია აბულაშვილი
03.12.2019

 „არ ვიცი - რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ნინო ბრუჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა.

„მე ვიყავი პირადპირ ეთერში და იქ შევიტყვე ეს ამბავი. თანაც მომდიოდა მესიჯები და მეკითხებოდნე, მართალია თუ არაო?  ყველა გაოცებული ვართ, რადგან, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განგაშს ვტეხთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ რუსეთის მხრიდან, ასეთ ვითარებაში ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა.  

„ასეთ ვითარებაში რა დავარქვა ამას, არ ვიცი - პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სურპრიზებს და მაიმუნობას, ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ. შერჩეულ ფორმატს მხოლოდ იმის გამო დავთანხმდი, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპორციული არჩევნები ჰქვია. მაგრამ რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე პუტინის მოწმესთან, ვისთანაც ალბათ ამბები მიაქვს, აქ რა ხდება, ამ მაგიდასთან, ან საპროტეტსო აქციებზე ვერ დავჯდები.

„არ ვიცი რისთვის წავიდა, ალბათ თანხების მოსაზიდად და თავის რეაბილიტაციისთვის. მე ვტოვებ ფორმატს, მაგრამ ვრჩები „გაერთიანებულ ოპოზიციაში“, ვრჩები ბრძოლაში, პიკეტირებაში პროპორციული არჩევნებს მოთხოვნით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×