
(რეზონანსი) დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ამ დღეებში ბერის ნარკოტიკებზე დაკავებამ ერთი ისტორია გამახსენა. სას. აკადემიაში სწავლის პერიოდში მოდიოდა ხოლმე გაპარსული, გაერისკაცებული ბერი ეფრემი, ერისკაცობაში ბესო (ბესარიონი), დაახ. 25 წლისა, ფსიქიკურად შერყეული იყო, გვემეგობრებოდა, შეკითხვებს გვაძლევდა საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხებზე, რომელზედაც ცოდნა პრაქტიკულად არ ჰქონდა. გამოუცდელი და პატარა (ალბათ 18-20 წლისა) აღკვეცეს ბერად ერთ მონასტერში, მალე ფსიქიკურად რომ აურია, გამოუშვეს. არქიმანდრიტმა მითხრა, შევცდი რომ აღგკვეცე, გხდი კაბას, გიშვებ მონასტრიდან და ბერი აღარ ხარო.
ასე სახელდახელოდ აღკვეცილი, სახელდახელოდაც გამოუშვეს (თუ გამოაგდეს) და პასუხისმგებლობაც მოიშორეს. ეფრემი-ბესო დაბრუნდა თბილისში, მშობლებთან. საუბარში ემჩნეოდა ხოლმე, რომ ვერ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, თუმცა გულკეთილი ბიჭი იყო და რეალურად მსხვერპლი არასწორი სულიერი ცხოვრებისა და გარემოსი, როგორც სჩანს მოუმზადებელი შეეჭიდა რა "უსხეულო ანგელოზებრივ" ცხოვრებას, ხორცის ბუნებამ ვერ იტვირთა თავშეკავება და ასკეზა, ხიბლმა კი სულიერ აშლილობამდე მიიღვანა. აკადემიის შემდგომ აღარ შემხვედრია, და როგორც მითხრეს საკუთარი მამა მოკლაო. არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ არა საცოდავი, ღმერთმა შეიწყალოს და შეგვიწყალოს ყველა", - წერს დეკანოზი ფეისბუქზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე