"უმრავლესობის შეხვედრაზე მხოლოდ ერთი საკითხი იყო განხილული, რომელიც მაჟორიტარებმა დააყენეს, რომ უნდათ მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა, მეტი საკითხი, არც ე.წ. გერმანული მოდელი და არც აქციებთან განხილული არ ყოფილა" - ასეთ კომენტარს აკეთებს უმრავლსობის წევრი რევაზ არველაძე "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"მხოლოდ ხუნდაძის მომზადებული საკითხი განვიხილეთ, სრულად მაჟორიტარცლი სისტემის შემოღება. მე კამათში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. არ მინდა მაჟორიტარები გავაბრაზო, მაგრამ ამერიკულ მოდელს რომ გვთავაზობენ, ვართ ჩვენ ამერიკის დონეზე? კონგრესმენიც და სენატორიც მუშაობს კანონპროექტების შემუშავებაზე და მათ ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი. აიღონ და ნახონ ჩვენი მაჟორიტარების საქამიანობა კანონპროექტეზე და აღმარსულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლზე კი არ მუშაობენ, მუშაობენ თავის რაიონში რამე გააკეთონ, არადა ეს მაგათი საქმე არ არის, ამას აგვარებს ადგილობრივი ხელისუფლება, რა საქმე აქვს წყალგაყვანილობასთან ხუნდაძეს? არ ჭირდება ამ საქმეს შუამავლად მაჟორიტარი.
რა თქმა უნდა ბიძინა ამ მოდელის წინააღმდეგია, მაგრამ მაჟორიტარები ამბობენ, ჩვენ ხალხში გავალთო. ვიცი, ბევრს არ სჯერა, მაგრამ მე მჯერა ბიძინა ივანიშვილის, რასაც ამბობს მართალს ამბობს და გულწრფელად წუხს რაც მოხდა.
მართლა არ ვიცი, რამ გადაუბრუნა ამ 40 კაცს ტვინი, ხომ ჩავატარეთ შიდა კენჭისყრა, მაშინ ყველამ ხმა მისცა პროპორციულ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხრე არ იყო, მათ შორის მეც, მაგრამ რადგან გუნდში ერთობლივად იყო გადაწყვეტილება მიღებული, მხარი დავუჭირეთ. ვინ მოიფიქრებდა, რომ ეს 40 კაცი თავს გაიგიჟებდა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები, გავიდნენ ხალხში და გააცნონ თავიანთი ინიციატივის უპირატესობა, არავინ უშლით, მაგრამ პარალმენტში ხომ უნა შემოვიდეს განსახილველად, დარწმუნებული ვარ ჩავარდება, საერთოდ თუ შემოიტანეს.
სხვა საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, არც ე.წ. გერმანულ მოდელზე. ალბათ მოიძებნება ოქროს შუალედი. ოქროს შუალედში ვგულისხმობ, იმას, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ოპოზიცია მოემზადება არჩევნებისთვის და თუ შეძლებენ უმრავლესობით ხმების მოპოვებას, მომავალ პარლამენტში იფიქრონ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ყველას იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია ჩაწყნარდება, გარდა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერისა, ახლა რომ ხმამაღლა აცხადებენ, აქიცებზე გვიჭერენო, მე რომ მუშტებს მირტყავდნენ მათი აქტივისტები, ისინი დღემდე არავის დაუჭერია და რა ვიცი..." - განაცხადა "რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.