ელზა პაპოშვილი
06.12.2019

 სასტიკი მკვლელობა ქარელის რაინოს სოფელ დირბში - 22 წლის სიძე 24 წლის ცოლისძმამ სავარაუდოდ ცივი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ. 

ქარელში მკვლელობა დღის 3  საათზე მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული ბაჩანა ცინგიშვილის მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  სიძე, რომელიც ქარელში მეგობართან ერთად ცოლთან შესარიგებლად ჩავიდა, ცოლისძმამასთან სასაუბროდ განმარტოვდა, რაც ფატალურად დასრულდა. 

მეზობლებს უჭირთ კონკრეტულად საუბარი  რაზე  იდავეს სიძე-ცოლისძმამ , თუმცა  ვარაუდობენ, რომ შელაპარაკების მიზეზი სწორედ ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტი იყო.  

მეზობლები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი 7 თვეა რაც დაშორებულები იყვნენ. თუმცა ისინი შერიგდნენ და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. სიძე-ცოლისძმამ ერთადაც კი ისადილეს.  სიძეს უთქვამს დაბლა ჩავიდეთ სალაპარაკო მაქვსო. 5 წუთში კი ცოლისძმა მაღლა ასულა და მამისთვის უთქვამს, რომ სიძე დაჭრილი იყო  და სასწრაფო გამოეძახათ. ამის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. 

სიძეს  ვალერი ჭიქაშვილს ცოლისძმამ ჭრილობები სავარაუდოდ, თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენა.  ცოლისძმას ბაჩანა ცინგიშვვილს მეზობლები საკმაოდ დადებით პიროვნებად ახასიათებენ და უკვირთ რა უნდა გამხდარიყო მიზეზი, რის გამოც მან სიძე  ასე გაიმეტა. 

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. 

„გოგო სამტრედიაში იყო გათხოვილი. ახლა შვიდი თვეა, რაც დედ-მამის სახლში დაბრუნდა. როგორც ვიცით, წუხელ ქარელში ქმარი ცოლთან შესარიგებლად მოვიდა. დილით ყავაც კი დაულევიათ და როგორც თქვეს, ცოლ-ქმარი შერიგებულა. მერე რა მოხდა და რაზე იჩხუბეს ეს ამბავი მოხდა. რატომ გაშორდა და რა იყო ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის მიზეზი მეზობლებმა არ ვიცით. აქამდე არავის არაფერი არ უთქვამს. სიძეს უთქვამს წამოდი ბაჩანა დაბლა ჩავიდეთ და დავილაპარაკოთო. ჩავიდნენ რაზე იჩხუბეს  არავინ იცის, მაღლა სახლში ავარდნილა და უთქვამს ჩქარა ჩადით ვალერი დაჭრილიაო.   ძალიან კარგი და ძვირფასი ბავშვია. ამ ოჯახიდან ცუდი არავის არფერი გაუგონია. ანგელოზივით ბიჭები არიან ორივენი. სიძეზეც ამბობენ, რომ ცუდი ბიჭი არ იყოვო. ჩვენც მაშინ გავიგეთ, როდესაც სასწრაფო მოვიდა და პოლიცია მოჰყვა. შიგნით არავინ არ შეგვახედა“,-აცახდებს მეზობელი  ნანული პატიაშვილი „რეზონანსთან“.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×