ია აბულაშვილი
06.12.2019

 "ეს არის არალეგიტიმური ხუნტა, ქუჩაში გამოყარა ბანდფორმირებები და ამით უნდა რომ მართოს პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ივანიშვილი ამაზე მწვავე პასუხს მიიღებს. როგორც სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის კადრები ვაჩვენეთ მთელს მსოფლიოს, ამათი კადრებიც შემოივლის მსოფლიოს" - ასე ეხმაურება პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა საპროტეტსო აქციებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას.

"ეს გზა ჩვენ არ აგვირჩევია, პარტია "თავისუფალი საქართველო" ყოველთვის იყო კონსტრუქციული ოპოზიცია, ზოგჯერ დაუმსახურებელ ბრალდებებსაც ვისმენდით, რომ ხელისუფლებასთან "თბილ ურთიერთობებში" ვიყავით. ჩვენ ვემზადებოდით არჩევნებისთვის და არა საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ 14 ნოემბრის შემდეგ, ამ ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ შეიძლება. ეს არის არალეგიტიმური ხუნტა, რომელმაც ახლა ბანდფორმირებები გამოყარა და ამით უნდა რომ პოლიტიკური პროცესები მართოს.

ჩვენ ეს არ გვინდოდა, მაგრამ ივანიშვილმა 2007 წელში დაგვაბრუნა, რას ვიზამთ გავიხსენებთ ახალგაზრდობას. როგორც სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის კადრები ვანახეთ მსოფლიოს, ამათი კადრებიც მოივლის მთელს მსოფლიოს. ვიცით, რომ ბრძოლა რთულია და შეიძლება ერთ თვეს კი არა ხუთი თვესაც გასტანოს, იქნება ეს საპროტესტო აქციები, გაფიცვები თუ სხვა, ტაქტიკის საკითხია, მაგრამ ჩვენ ვიცით შედეგი; ეს ბრძოლა ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს და იგი პასუხს მწარედ აგებს.

მთავარი მიზანი არის ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი მოშორება ისე, რომ ქვეყანას რყევები არ შეეხოს. შეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი და ამაზე კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან უკვე მიმდინარეობს, გარდა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდება" - განაცხადა "რეზონანსთან" კახა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×