რეზონანსი
07.12.2019

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ატროლოგიური ტენდენციების შესახებ საუბრობს:

“9-16 დეკემბერის პერიოდში, შესაძლოა, მოულოდნელი, აქამდე დაფარულიდ და გასაიდუმლოებული ინფორმაცია გამჟღავნდეს. რაღაც თემას ”გრიფით საიდუმლოც” კი შეიძლება რომ მოეხსნას და გასაჯაროვდეს. სენსაციური იქნება ეს თუ სკანდალური, ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ.

რა განაპირობებს ამას?

საქმე ისაა, რომ ტრანზიტულ მერკურს არ ექნება ასპექტები სხვა პლანეტებთან. ეს კი ნიშნავს, რომ მას აღარაფერი ზღუდავს, აღარაფერი აკავებს. ცენზურა მოხსნილია და ვინაიდან ამ რიცხვებში მერკური მშვილდოსნის ზონას გადის, სავარაუდოდ, ეს ამბები კვლავ რელიგიის თემატიკას წამოატივტივებს. ან შესაძლოა იურისპრუდენციის მაღალ იერარქიულ პირთა შესახებაც შევიტყოთ რამე. თუმცა ინფორმაცია რომ ცალსახად ქართული იქნება, ამასაც ვერ დავიჟინებ – მშვილდოდსანი უცხოეთთანაც არის კავშირში.

16-ში მერკურის უასპექტობა სრულდება, თუმცა შეღავათს არც ახლად ჩართული ასპექტი მოიტანს. ვინაიდან ამჯერად ნეპტუნი გაუკეთებს კვადრატურას მერკურს, რომელიც კლასიკური მაჩვენებელია ტყუილების, "აფერისტობის", თვალთმაქცობის, ილუზიების… პიკი უწევს 20 დეკემბერს და 22-ში საბოლოოდ ამოიწურება.

ეს მოვლენები აშკარად გვამზადებენ 26 დეკემბრის მზის დაბნელებისათვის. რას მოიტანს ეს ეკლიფსი? ამაზე ცალკე, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ…”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×