რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) პარტია „კანონი და სამართლის" დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია არ დავიბნეთ და სახელი დავარქვათ ვაჟკაცს- ვაჟკაცი, გმირს-გმირი, ღალატს-ღალატი. ეს გზა ბევრმა დემოკრატიულმა ქვეყანამ გაიარა. სახელმწიფოებრიობის დაცვას ფსევდო-სახელებით ვერ შევძლებთ, ვერ დავიცავთ, დემოკრატიული ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას რეფორმები სჭირდება! პირველ რიგში კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმა, ხალხის მანდატი პროკურორს! უმნიშვნელოვანესი ანტიკორუფციული კანონის ამუშავება! ჩვენს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი TV არხი- ხალხს!

ოკუპაციის მოქმედი კანონის ამუშავება და ცვლილების შეტანა კანონში (უფრო გასამკაცრებლად)! უვადო გამოძიება, რომ გვაქვს ეს კატასტროფაა (თაროზე უმძიმესი საქმეების წლობით შემოდების უფლებას, რომ იძლევა) ამ კანონი გადახედვა-შეცვლა!

ამ ცვლილებებით რეფორმებით, განვითარდება ქვეყანა, შემოვა ძლიერი ინვესტიციები, განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, გაჩნდება სამუშაო ადგილები- სპეციალური დასაქმების პროგრამა უნდა მუშაობდეს ემიგრანტების დასაბრუნებლად!

ჩვენ გვაქვს (პარტია "კანონი და სამართალს") უმაგრესი, მე ვიტყოდი უნიკალური პროექტი ემიგრანტების დასაბრუნებლად! და ამოისუნთქავს ხალხი! სწორედ ასე, გამოვა ქვეყანა კრიზისიდან! ამიტომ უნდა გავიაროთ ის გზა (მაგალითად ბალტიის ქვეყნებმა, რომ გაიარეს) და უფრო მკაცრები, უნდა ვიყოთ, ერთმნიშვნელოვნად "მონოლითურები", ოკუპანტთან გარიგებულ კოლაბორაციონისტებთან!

რადგან მათ არ აქვთ უფლება ლეგიტიმაცია ხალხისგან მიცემული, რომ ოკუპანტს კონფიდენციალურად ესაუბრონ, საერთაშორისო "არბიტრების" ჩართვის გარეშე! თუ ამ გამოკვეთილ პოზიციას ამ გზას დავადგებით?! ყველაფერი კარგად იქნება! მხოლოდ ასე ჩამოვაცილებთ, "პუტინის ვასალ" ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანას!

მთავარია ზუსტად ვიცოდეთ წყალგამყოფი რა არის, ისე სახელმწიფოებრიობას ვერ დავიცავთ! პუტინი კაბაში იქნება თუ შარვალში მნიშვნელობა არ აქვს! დაღუპვაა ჭაობია! წინ დასავლეთისკენ, წინ ქვეყნის განვითარებისთვის!-" კანონი და სამართლით"- "ძალა ერთობაშია", - წერს ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×