„საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ჯერ გამოკვეთილად არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ იდეურად მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკოსთა შვილების გამოჩენას.
ქართულ პოლიტიკურ ოჯახებში თაობათა ცვლა ახალი არ არის. მაგალითად, თბილისის დღეს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე გასული წლების ცნობილი პოლიტიკოსის, „მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ვაჟია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე ასევე გასული ცნობილი პოლიტიკოსის, „სახალხო პარტიის“ ყოფილი ლიდერის, გია კობახიძის შვილია.
თუმცა, მოქმედ პოლიტიკოსების შვილების აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენამ ბოლო დროს გარკვეული ტენდენციის სახე მიიღო. ისინი აქტიურად არიან ჩაბმული როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მშობლებთან ერთად მნიშვნელოვან შეხვერებშიც იღებენ მონაწილოებას და ქუჩის აქციებშიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. მაგალითად, შალვა ნათელაშვილის, გუბაზ სანიკიძის, ნინო ბურჯანაძის, ვალერი გელბახიანის, გიგა ბოკერიას ვაჟები და სხვები.
„მამა-შვილი ბუშები გამოჩნდენენ იმით, რომ ორივე პრეზიდენტი გახდა. ძმების პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება კენედების ოჯახს. ასევე არისტოკრატული ოჯახიდან მოივიდა პოლიტიკაში ჩერჩილი. ტრადიციულად კი უფლისწულებს მემკვიდრეობით ერგებოდათ მამების ხვედრი. ეტყობა ეს ნათესაური კავშირები პოლიტიკაშიც ადვიოლად გადადის.
„რა თქმა უნდა, საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკური დინასტიის ნიშნები ქართულ პოლიტიკაში ჯერ მკვეთრად გამოკვეთილი არ ჩანს. შეიძლება ცუდიც არ იყოს იმ თვალსაზრისით, რომ "ის ურჩევია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა“.
„იდეურადაც მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება ახსოვს ისტორიას, რომელსაც პროგრესი მოაქვს. ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება და სასურველიც, თუ მამა პოლიტიკოსებთან შედარებით შვილების პოლიტიკური დონე უფრო მაღალი იქნება, სხვა იქნება მათი პოლიტიკური ენა, მუშტი-კრივსა და ბოქლომებს გასცდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.