ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე, ქვეყნისთვის რეალისტური შემოქმედების მნიშნელობაზე წერს და ამ მხრივ რეჟისორ ზაზა რუშაძის "ცხელი ძაღლს" გამოარჩევს.
მისი თქმით, ზაზა ურუშაძის "ცხელი ძაღლი" ყველაზე რეალისტური და დაუნდობელია, რომელშიც კარგადაა ნაჩვენები შევარდნაძის დროინდელი დაქცეული ქვეყანა და მიშას ეპოქის დასაწყისის სისულელეები.
"ზაზა ურუშაძის "ცხელი ძაღლი" არა მხოლოდ მაგარი სერიალი, არამედ უახლესი ისტორიის უმაგრესი მხატვრული ქრონიკაცაა.
დღევანდელი განათლების სისტემის პირობებში ახალმა თაობამ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე არაფერი რომ არ იცის ისევ ასეთი სერიალები თუ უშველის საქმეს.
მერე იყო სიტკომი "შუა ქალაქში", თითქმის ბოლომდე Friends"-დან გადმოღებული. იქ მიშას ეპოქა ჩანს, ოღონდ კომედიურად და რბილად. "ჩცდ"-ს, რომელიც ამ სამში ყველაზე გროტესკულია, უფრო ბიძინას ეპოქის აღწერა ერგო.
"ცხელი ძაღლი" ყველაზე რეალისტური და დაუნდობელია. კარგადაა ნაჩვენები შევარდნაძის დროინდელი დაქცეული ქვეყანა და მიშას ეპოქის დასაწყისის სისულელეები - მაგალითად, ქათამაძისნაირების დაწინაურება.
ერთი სეზონი საერთოდ აკრძალეს კიდეც რადგან პრემიერის მკვლელობას ეძღვნება - გაზით გაგუდვით და მსგავსი დეტალებით. მე პირადად კი დარწმუნებული ვარ რომ ჟვანია არ მოუკლავთ, მაგრამ ამ სეზონის აკრძალვა ჟვანიას საქმესთან არსებულ სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე