ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში.
"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა.
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება საზოგადოებისათვის ბევრი ახალი და უცნობი სახე. ესენი არიან მეცნიერები. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ მოდიან პროფესიონალები, მეცნიერები. ვინც საზღვარგარეთაა, ისინიც ჩამოდიან. პოლიტიკაში ნამდვილი პოლიტიკოსები ჩაერთვებიან. დიდი ცვლილებები იწყება საქართველოში. ეს, ვხედავ, დიდი მოულოდნელობაა ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ 1997 წელს ვიწინასწარმეტყველე და დაიბეჭდა კიდეც."- წერს კაკულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე