რეზონანსი
08.12.2019

 თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა - 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, "ფენიქსში", მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.

როგორც ქალის ახლობლებმა განაცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს ფეისბუქზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.

ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

დარეკოთ ნომერზე 593394816

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×