
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. გთავაზობთ სტატუსს უცვლელად:
"ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...
მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ პრობლემაზე, რასაც საკონცერტო დარბაზის უქონლობა ქვია, რაც ერთგვარი მემკვიდრეობით ნარგები უსამართლობაა ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, რაც ამ ქვეყანაში არც ერთ ორკესტრს, მით უფრო ისეთი სახელმწიფოებრივი სტატუსის მქონეს და ხარისხობრივად გამართულს არ აქვს, როგორც ჩვენ...
2019 წელი იწურება და მართლაც მუდმივად მეფიქრება: ნუთუ 2020 წელს, როცა საქართველოს ეროვნულ ორკესტრს დაარსებიდან 95 წელი უსრულდება, კვლავ ისეთივე რთულ და შეუფერებელ პირობებში მოუწევს შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელება, როგორც ეს აქამდე იყო?!..
ნუთუ ასე ძნელია მთავრობამ თუ მთავრობებმა დაინახონ, შეიგრძნონ და გაიაზრონ ჩვენი საქმის მნიშვნელობა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება?!
ნუთუ არც ერთი ჩვენი პროექტი, ფესტივალი, გასტროლი, აღიარება და პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი ადეკვატური შეფასებისთვის?!
ძალიან ძნელია საკუთარ სამშობლოში მდგმურად ყოფნის შეგრძნებით ცხოვრება მაშინ, როდესაც გარესამყარო გაცილებით უფრო გულუხვი და კეთილგანწყობილია...
#ფილარმონიაფილარმონიულორკესტრს " - წერს ნიკოლოზ რაჭველი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე