
ინგა გრიგოლია ახალ გადაცემას იწყებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გამოაქვეყნა.
„სულ ველოდებოდი, როდის ჩამოიშლებოდა და უცებ ახალი საავტორო პროექტი არ დამიდო? იანვრიდან კიდევ ერთი გრიგოლიას ატანა მოგიწევთ“- წერს ვატო წერეთელი.
რა შინაარსის იქნება და რა ფორმატით გავა ეთერში ამის შესახებ თავად გრიგოლია ახალი საუბრისგან თავს იკავებს.
„ჯერ ვერაფერს გეტყვით, იანვრის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ და ჯერ დეტალებს არ ვამბობ“ - ამბობს ინგა გრიგოლია.
ახალი გადაცემის პარალელურად ინგა გრიგოლია, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს თოქ - შოუ „რეაქციას“ გაუძღვება.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე