(რეზონანსი) ფლორიდაში 40 წლის პედოფილი მასწავლებელი დააკავეს, რომელსაც 15 წლის არასრულწლოვან ბიჭთან 1 წლის განმავლობაში სისტემატური სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა . გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სუზან ვედლიმ სექსუალური ურთიერთობა თავისი შვილის მეგობართან დაამყარა. ინფორმაციას ავრცელებს INDEPENDENT-ი.
სკოლის მოსწავლემ პოლიციელებს განუცხადა, რომ ვედლისთან სექსუალურმა თანაცხოვრებამ 1 წელზე მეტი გასტანა, რა დროსაც წყვილს შორის სექსუალური აქტის რამდენიმე ასეული შემთხვევა დაფიქსირდა ზღვაზე, ვედლის სახლში, ბიჭის სახლსა და მის მანქანაში.
პოლიციელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან ტოლერანტულები მასწავლებლის მიმართ, რადგან მან წითელი ხაზები გადალახა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეუი.
სასამართლომ დამნაშავე ქალს 150 000 დოლარის გირაო დააკისრა. შემდეგი სასამართლო კი ჩანიშნულია 26 დეკემბერს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე