ელზა პაპოშვილი
10.12.2019

28 წლის ქალს მარშალ გელოვანის გამზირზე 38 წლის მამაკცი მოულოდნელად თავს დაესხა და ყელი გამოჭრა. დაჭრილმა გოგონამ გაქცევა შეძლო და დასახმარებლად მოქალაქეებს უხმო. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი კი ადგილიდან მიიმალა. თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ცხელ კვალზევე შეძლო და მისი ბინის ჩხრეკისას დანა  ნივთმტკიცებად ამოიღო. 

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადრეც ნასამართლევია და მას რამდენიმე წელი ციხე აქვს მოხდილი. ქალისთვის მამაკაცი სრულიად უცხო  პირია და ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა არის მოტივი, რის გამოც მან ქალის მკვლელობა სცადა. შემთხვევა კი 9 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში მოხდა. 

„რეზონანსთან“ თვითმხილველები მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ქალს გამოქცევა რომ არ მოეხერხებინა, კაცი ალბათ მას კიდევ უფრო მძიმე ჭრილობებს მიაყენებდა. მათი თქმით, შემთხვევის დროს ხიდზე გოგონა და მამაკაცი მარტო იყვნენ და სავარაუდოდ,  ისინი საპირისპირო მხარეს გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა ქალის მკვლელობა სცადა.  

თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ ქალის ყვირილი შემოესმათ, რომელიც შველას ითხოვდა. გოგონა ხიდზე კიბისკენ მორბოდა და იძახდა, რომ დაჭრილი იყო. მას ყელზე ხელი ჰქონდა მიფარებული და ამბობდა, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. ქალის ყვირილზე იქვე გაჩერებაზე მდგომი მოქალაქეები საშველად გაიქცნენ. ქალმა კიბებზე ჩარბენა ვეღარ შეძლო და გული წაუვიდა. მოქლაქეებმა მისი დახმარება სასწრაფოს მოსვლამდე საცდეს. მას ყელი შეუხვიეს და სამედიცინო დხამარება გამოიძახეს. 

„ხიდზე გადმოდიოდა და როგორც  თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცმა საპირისპირო მხარეს ჩაუარა და უცბად ქალმა ყვირი ატეხა, მიშველეთ დაჭრილი ვარო. გოგონა კიბეებისკენ გამოიქცა და ის ბიჭი, რომელმაც დაჭრა, მეორე მხარეს გაიქცა. შუა დღე იყო, ასე ოთხი საათი იქნებოდა. გარშემო სულ ხალხი იყო. ასე მოულოდნელად მივარდა და ყელში დანა გამოსუვა, ყელი გამოჭრა. გოგო გამოიქცა კიბეებისკენ და იქვე კიბეზე გული წააუვიდა, ჩარბენა ვეღარ შეძლო, ყელზე ხელი ჰქონდა მიფარებული და ყვიროდა მიშველეთო. ხალხმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. როგორც ამბობენ, დიდი ჭრილობა ჰქონდა. ასე როგორ შეძლო ამ სისწრაფით ყელი გამოეჭრა, წარმოუდგენელია. ფული უნდოდა თუ რა უნდოდა, არავინ იცის. ყველაფერი ძალიან სწრაფად მომხდარა. საერთოდ არ იცნობდა ვინ იყო, გოგო თავისთვის მიდიოდა. გამოქცევა რომ არ მოეხერხებინაა, ალბათ მოკლავდა“, - ყვება „რეზონანსთან“ მაღაზიის  გამყიდველი.  

ღუდუშაურის  კლინიკაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ გოგონას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მას კისრიდან ყელის მიმართულებით ერთი ჭრილობა ჰქონდა. მისმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მდგომარეობა სტაბილურია. გოგონა ადეკვატური და კონტაქტურია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ ეტაპზე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×