"ლეიბორისტული" პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:
"ახლა დასრულდა მცხეთაში ჩვენი ახალგაზრდების სასამართლო, მიწებნაშოვნი ხუნდაძის ნაზირ-ვეზირობამ რომ გალახა, ნაცების ყოფილი დამფინანსებელი მერის ატამანობით და მერე ისევ ესენი რომ დააკავეს. გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია მოსამართლეს და იმ ტრაგი-კომედიაზე, რაც ხდებოდა ცოტა მერე დავწერე. მანამდე კი მთელი დარბაზის საერთო განწყობას გადმოვცემ, იმ სირცხვილში მყოფი მოწმე პოლიციელებისადმი, ქართულ-ხალხურად: ამოწყდით (პოლიტიკურად), ვინც ქართული პოლიცია ამ დღემდე მიიყვანეთ, ვინც ღირსება აყარეთ და თქვენი პარტიის ხელის ბიჭებად აქციეთ, სახელმწიფოს ეს ატრიბუტი!
პ.ს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ თავჩაქინდრული პოლიციელების შემყურეს, უფრო კორექტული არაფერი მომივიდა თავში. :(
რაჭველი ქალის წყევლა მისავალიაო და დაველოდები?
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე