რეზონანსი
11.12.2019

  საქართველოში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას 13 დეკემბრისთვის ელოდებიან. სწორედ ადმ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო პატიმრობაში მყოფი ექიმის საქმეს განიხილავს. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმთან" ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა დაადასტურა.

პროცესი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, „ექიმის საკითხი მალე გადაწყდება".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×