"მოვუწოდებ კოლეგებს ჩააგდოს ყველა კანდიდატი, ეს არის ერთადერთი შანსი, დაიწყოს რეალური და არა ფესვდოდემოკრატიული რეფორმები" - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა შესაძლოა ახალი პოლიტიკური დაძაბულობისა და ქუჩის დაპირისპირების საფუძველი გახდეს.
"ოცნების" ყოფილმა წევრებმა თავის დროზე დააანონსეს, რომ მოსმართლეობის კანდიდატთა კენჭისყრას მასშტაბური აქციით გააპროტესტებდნენ, როგორც პარალმენტის შენობის წინ, ისე უშუალოდ სხდომათა დარბაზში. მათი პოზიცია უცვლელია ისინი კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და ბოიკოტს აგრძელებენ.
"ჩვენმა ფრაქციამ - "დამოუკიდებელმა დეპუტატებმა" გავაკეთეთ განცხადება, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ სხდომას, სადაც გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა.
"ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველამ გამოუცხადოს ბოიკოტი სხდომას და დარჩნენ მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები. "ოცნების" სქემა არის, ამ უკვე 19 კაციანი სიიდან, 5-6 კაცი გაიყვანონ, რომ ვითომ დემოკრატიაა და ყველაფერი კარგად არის. არადა თავიდავე მოსამართლეების შერჩევის პროცესი წაიყვანეს არასმართლებრივად, ახლა კი შედეგი იქნება ამ კლანის დაკანონება.
ეს არის არის დემოკრატია, ეს არის ფესვდოდემოკრატია.
"ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა ნებსით, თუ უნებლიეთ, 1-2 კანდიდატი მაინც გავიყვანოთ, იქნება ლეგიტიმაციის მიცემა იმ პროცესის, რასაც "ქართული ოცნება" ადეიშვილ-სააკაშვილის ამ კლანთან ერთად ახორციელებს.
"ამიტომ მოვუწოდებ ყველას რომ ჩააგდოს ყველა კანდიდატი. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ამ პროცესის ჩაშლის შემდეგ დაიწყოს რეალური და არა ფსევდოდემოკრატიული რეფორმები, პირველ რიგში დასაშლელია იუსტიციის საბჭო"- განაცხადა "რეზონანსთან" ლევან კობერიძემ.