ია აბულაშვილი
12.12.2019

 „ვიღაცას შეიძლება ეს სახუმარო საქმე ეგონოს, მაგრამ ეს არის მავნებლობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს, რომლის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.

„პარლამენტის შენობაში უკვე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა. მას შემდეგ, რაც დარბაზში მძაფრი სუნი დატრიალდა, და მე პირადად ვიგრძენი ეს, შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი, ასევე ერთ-ერთი თანამშრომელი ქალბატონი, რომელსაც ჰიპერტონიული კრიზი ჰქონდა. მან სულ ახლახან ოპერაცია გაიკეთა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი ადამიანი უკვე გაიყვანა პარლამენტის შენობიდან. დანარჩენებს ჰქონდათ თავბრუსხვევა.

„შეიძლება ამ საქციელს, ვინმემ გამართლება მოუძებნოს, რომ ეს ნივთიერება უვნებელია, მაგრამ მე, როგორ ექიმი, ვამბობ, რომ ნებისმიერმა გამაღიზინებელმა ნივთიერებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაამწვავოს, მითუმეტეს, თუ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„დარბაზის გაწმენდას ალბათ 45 წუთი დასჭირდება და შემდეგ სხდომა გაგრძელდება. მაგრამ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული კვლევა და დადგინდეს რა ნივთიერება იყო გამოყენებული, რადგან ეს არის მავნებლობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა", - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×