ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი” საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. ის მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ.
“მარტო ოჯახი დახვდა. მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა. მერე რომ გამოვა სხვა ქვეყნის სახელით დაიწყება მოღალატეაო, დავაფასოთ ბიჭი”, – წერია World Of Sport Legends ფეისბუქ გვერდზე.
ტურნირში ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა – მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე