
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც სამარშრუტო მიკროავტობუსშია გადაღებული. ფოტოს ავტორი თამო საჩანელია.
როგორც ირკვევა, მიკროავტობუსით მგზავრობდა ბებია შვილიშვილთან ერთად. პატარას შოკოლადი უნდოდა და ბებოს ეტირებოდა-მიყიდეო...
„39 ნომერი „მარშუტკის" მძღოლი პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა.
ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ, გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს", - წერს სოციალურ ქსელში თამო საჩანელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე